თსუ-ის ფსიქოლოგები მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ
30 მარტიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელიც მოქალაქეებს (16 წლიდან), ასევე კარანტინში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ფსიქოლოგიურ სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაცია უფასოა.
ცხელი ხაზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ინიციატივით ფაკულტეტთან არსებული ფსიქოლოგიური კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ფარგლებში შეიქმნა.
მოქალაქეებს პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას თსუ-ს კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ფსიქოლოგები გაუწევენ.
ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ skype მისამართზე: tsu_center შემდეგი განრიგით ორშაბათი-პარასკევი 10.00-18.00 სთ, შაბათს 10.00-17.00 სთ, კვირას 14.00-16.00 სთ.
ამასთან, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული კორონავირუსის ინფექციის (covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ა(ა)იპ ,,ერთად ერთისთვის’’ გასული კვირიდან უნივერსიტეტის სტუდენტებს უფასო ონლაინ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას სთავაზობენ. მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ შფოთვა, დაქვეითებული გუნებ-განწყობა, უჭირთ სხვადასხვა სახის სტრესთან გამკლავება და სხვ.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი