თსუ-ის მემორანდუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ოთხენოვან (ქართული, გერმანული, ფრანგული, ინგლისური) წიგნს გამოსცემს – „მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის (ევროპელი სოციალისტები) დელეგაცია საქართველოში“. წიგნი გამოიცემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1920 წელს ევროპელი სოციალისტური დელეგაციის ვიზიტის შესახებ ერთობლივი პროექტის მომზადების ფარგლებში. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ია თიკანაძემ მოაწერეს.
ებერტის ფონდთან თსუ-ის თანამშრომლობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომელიც სტუდენტებში წაახალისებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.), როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპული სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობის მოდელის შესწავლას.
წიგნისათვის საჭირო მასალების მოძიებას, დამუშავებას და გამოსაცემად მომზადებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობას შორის უკვე მეორე ერთობლივი პროექტია. 2018 წელს გამოიცა გერმანელი სოციალ-დემოკრატის – კარლ კაუცკის წიგნი: „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა. შთაბეჭდილებები და დაკვირვებანი“.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი