GE

თსუ-ის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებისთვის სპეციალური საშეღავათო პირობები გახანგრძლივდა

საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თსუ-ის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტებისთვის სპეციალური საშეღავათო პირობები გახანგრძლივდა. სტუდენტები საშეღავათო პირობებით სარგებლობას 1-ლ იანვრამდე შეძლებენ.

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 1-ლ იანვრამდე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულები იქნებიან:

  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს (70 000-მდე სარეიტინგო ქულით), ასევე იმ სტუდენტებს, რომლებმაც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური ან იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში.
  • სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საფასური გაუნახევრდებათ: ერთი ოჯახიდან ორ ან მეტ სტუდენტს ან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს (70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულით). ასევე მათ, ვინც დედით ან/და მამით ობოლია.
  • ხოლო საერთო საცხოვრებელში მაცხოვრებელი ყველა სხვა სტუდენტი 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, სოციალური საშეღავათო პაკეტის შექმნა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტების დასახმარებლად რესურსების მობილიზებას, საკუთარი სტუდენტების საჭიროებების უზრუნველყოფასა და მათთვის სწავლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური