GE

თსუ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს შეღავათებს სთავაზობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო საცხოვრებლებში სპეციaლური შეღავათებით ისარგებლებენ.

საქართველოში COVID 19-ით გამოწვეული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, 1-ლი მაისიდან 1-ლი სექტემბრამდე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულები იქნებიან:

  • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს (70 ათასამდე სარეიტინგო ქულით) ასევე იმ სტუდენტებს, რომლებმაც დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური ან იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში.
  • სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საფასური გაუნახევრდებათ: ერთი ოჯახიდან ორ ან მეტ სტუდენტს ან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს (70 ათასზე მეტი სარეიტინგო ქულით).
  • ხოლო საერთო საცხოვრებელში მაცხოვრებელი ყველა სხვა სტუდენტი 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სოციალური საშეღავათო პაკეტის შექმნა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტების დასახმარებლად რესურსების მობილიზებას, საკუთარი სტუდენტების საჭიროებების უზრუნველყოფასა და მათთვის სწავლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური