თსუ საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელის განმარტება
თსუ პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძლო დარღვევის გამოვლენის შესახებ საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე და აცხადებს, რომ მახარობლიშვილს მანამდე გაცილებით მკაცრი შინაარსის დასკვნაზე აქვს ხელი მოწერილი, რითაც პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციის არსებობას სადისერტაციო ნაშრომში. კომისიის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
“თსუ პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძლო დარღვევის გამოვლენის შესახებ საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე და აცხადებს, რომ მახარობლიშვილს მანამდე გაცილებით მკაცრი შინაარსის დასკვნაზე აქვს ხელი მოწერილი, რითაც პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციის არსებობას სადისერტაციო ნაშრომში. კომისიის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
როგორც წერილშია ნათქვამი, „კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა დასკვნის პირველადი ვერსია (რომელიც საბოლოო ვერსიასთან შედარებით ბევრად მკაცრი იყო და ის პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციაზე (და არა კომპილაციის ნიშნებზე), რომელსაც ბატონი გიორგი მახარობლიშვილი დაეთანხმა და ელექტრონულად განახორციელა ხელმოწერა (17 ივლისი, 2020).”
ხეჩუაშვილის თქმით, გარკვეული მსჯელობის შემდეგ დასკვნის საბოლოო ვერსია მომზადდა და 23 ივლისს, შეთანხმების მიზნით, კომისიის წევრებმა ზუმის პლატფორმის მეშვეობით გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც არ დაესწრო გიორგი მახარობლიშვილი. „მოკლე ტექსტური შეტყობინებით მან გვაცნობა, რომ დაეთანხმებოდა ან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებდა შეთახმებულ ტექსტთან დაკავშირებით. კომისიის 6 წევრი შევჯერდით საბოლოო ვერსიაზე, რომელიც დაეგზავნა კომისიის ყველა წევრს თხოვნით, გაცნობდნენ და გამოეთქვათ საბოლოო მოსაზრებები, ტექსტის აკადემიური საბჭოსთვის გადაგზავნამდე. ბატონ გიორგის არ გამოუთქვამს შენიშვნები და კომენტარები, რის შემდგომაც კომისიამ ერთხმად მიიღო საბოლოო დოკუმენტი და მიეცა მსვლელობა.
თუმცა, როგორც ვხედავთ, ბატონი გიორგი ახლა აცხადებს, რომ მას დასკვნის საბოლოო, შედარებით შერბილებული ვერსიისთვის ხელი არ მოუწერია და, როგორც ჩანს, უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება სურდა.
ამასთან აღვნიშნავთ, რომ 1 ხმა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა, შესაბამისად, აბსურდულია ბრალდება კომისიის მიერ ხელმოწერის შესაძლო გაყალბების შესახებ.
როგორც ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებულია მოკვლევა. ამისათვის თუ საჭირო გახდა მეტი თვალსაჩინოებისთვის, როგორც ჩვენთან, ისე თსუ-ის სერვერზე ინახება კომისიის მუშაობის მანძილზე წარმოებული მიმოწერის სრული ვერსია. იმედს ვიქონიებთ, უმოკლეს ვადებში გაირკვევა საქმის ვითარება.“-აღნიშნულია წერილში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს დაავალა შეისწავლოს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი მახარობლიშვილის წერილი.
მედიასაშუალებებში გავრცელდა კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადება, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე”, – წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი