თსუ–ის ბაგების საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სტუდენტი გადაიყვანეს ცხელების ცენტრში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს.
მათივე ინფორმაციით, თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.
“თსუ-ის ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.
საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს”, – აცხადებენ თბილისის სახელლმწიფო უნივერსიტეტში.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი