„თუ აგვისტოში გავაკეთებთ მილიონ აცრას 15 სექტემბერს შევხვდებით უსაფრთხო სკოლით“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, აგვისტოს თვეში, თუკი ქვეყანაში მილიონი ადამიანი აიცრება, 15 სექტემბერს სწავლა უსაფრთხო გარემოში დაიწყება.
ამის შესახებ გამყრელიძემ, 30 ივლისს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი სლოგანი უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები, შემოდგომაზე ეს ნიშნავს, რომ სკოლის მასწავლებელთა და არამარტო ისინი, მანდატურები, დამხმარე პერსონალი, ვინც არიან სკოლებში, 60-70% უნდა იყოს აცრილი. ისევე როგორც უნივერსიტეტებში – სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლების 60-70%, თუ გვინდა რომ ვიყოთ უსაფრთხოდ. გარკვეული მარათონი გავაკეთოთ ჩავერთვებით ჩვენც NCDC, ჩვენთან 60% უკვე არის აცრილი. მე არა მაქვს უფლება სკოლების ხელმძღვანელებს, ან ვინმეს რამე დავავალო მე მხოლოდ მოვუწოდებ. ყველაფერი შესაძლებელია თუ მოვინდომებთ, თუ აგვისტოში გავაკეთებთ მილიონ აცრას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ 15 სექტემბერს შევხვდეთ უსაფრთხო სკოლით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიესალმება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც სტუდენტებს, მომავალი სასწავლო წლისთვის აუდიტორიაში დაშვების წინაპირობად კოვიდ საწინააღმდეგო აცრის ჩატარება მოსთხოვა.
„სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სტუდენტებს გაუგზავნა გარკვეული ინფორმაცია, რომ შემდგომი სასწავლო წლიდან სავალდებულო გახდება ვაქცინაცია, წინააღმდეგ შემთხვეავში ისინი დაშვებულები არ იქნებიან აუდიტორიებში და კლინიკურ ლაბორატორიებში“ – ჟურნალისტის ამ რეპლიკაზე ამირან გამყრელიძის პასუხი შემდეგი იყო:
„სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არის ჩემი ალმა-მატერი, ეს არის ჩემი უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი და სადაც ვასწავლიდი 25 წლის განმავლობაში. მისასალმებელია თუ ამ სასწავლებელმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აქ მედიკოსები იზრდებიან. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითები და უნდა გავაკეთოთ ერთგვარი მარათონი, სად მეტი ადამიანი აიცრება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19