ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კსუ-მ ონლაინ ლექცია გამართა თემაზე: „ტურიზმის პოსტპანდემიური გამოწვევები“
28 სექტემბერს ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე: „ტურიზმის პოსტპანდემიური გამოწვევები“, რომელსაც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე უძღვებოდა.
სპიკერმა ახალი რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის გამოწვევებსა და ამ გამოწვევებზე ადეკვატურ რეაგირებაზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ასოციაციის მნიშვნელობასა და როლზე.
ონლაინ შეხვედრის დასასრულს დამსწრე სტუდენტები ტურიზმის ასოციაციის წევრობითა და მისი უპირატესობებით დაინტერესდნენ, რაზეც სტუმრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
-
CIU-მ აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში მაგნიტური დუოდენო-ილეოსტომიის (MagDi) ოპერაცია დაინერგა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს წარმომადგენლები აშხაბადში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი