უფასო სწავლა ყველა პირველკურსელს – საბაუნის სოციალური პასუხისმგებლობა
ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დაიწყო და აბიტურიენტები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ სტუდენტობას, რომელიც ახალი ცხოვრებისა და წარმატებული მომავლის საწყისია, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შედარებით რთულია, ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2020 წელს, საბაუნიმ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა უმაღლესი განათლების მიღება და ყველა პირველკურსელს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისგან შემოდგომის სემესტრში.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა აბიტურიენტს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პირველი და მეორე არჩევანით ჩაირიცხება საბაუნიში, რისთვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოცემული სამი საგნის ჩაბარებაა საჭირო, ესენია:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხო ენა;
- ისტორია.
ამ შეთავაზებების გარდა, საბაუნიში გელოდებათ:
- გაცვლითი პროგრამები ევროპასა და ამერიკაში – 30-ზე მეტი ქვეყნის 50-ზე მეტ უნივერსიტეტში;
- პრაქტიკული სწავლა და პრაქტიკოსი ლექტორები;
- სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ქალაქის ცენტრში;
- გრძელვადიანი და მოკლევადიანი კურსები საქართველოსა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;
- საუნივერსიტეტო სტაჟირებისა და რეალური დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის.
შემოხაზე 088, დაიწყე აქ და გამოიყენე საუკეთესო შესაძლებლობები შენი განვითარებისთვის.
უნივერსიტეტის პროგრამებისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს.
(R)
- გაიარეთ სასწავლო პროგრამა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში MIT, SEU-ს სრული დაფინანსებით და გახდით უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის წევრი by მასმედია
- „პედაგოგებს დავარწმუნებთ, რომ საქართველოში არსებობს გაერთიანება, რომელიც მასწავლებლების უფლებებისთვის რეალურად იბრძოლებს“ by მასმედია
- სტიქიის გამო ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაურკვეველი დროით შეჩერდა by მასმედია