უნიკალური არქივის ახალი სიცოცხლე – თსუ-მ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
უნიკალური აუდიო და ვიდეოარქივის გაციფრულებას, დამუშავებას და გამოცემას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიას, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა.
კონსერვატორიაში არსებული უნიკალური ფონდისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას ხელი თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ და სეუ-ს რექტორმა გიორგი კავთელიშვილმა მოაწერეს.
კონსერვატორიაში დაცულ მასალებში არსებული ჩანაწერები გასული საუკუნის სხვადასხვა პერიოდში (60-80-იან წლებში) ქართველი ეთნომუსიკოლოგებისა და მკვლევრების – გრიგოლ ჩხიკვაძის, კუკური ჭოხონელიძის, მინდია ჟორდანიას, ედიშერ გარაყანიძის მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია შეგროვებული. მნიშვნელოვანია ვალერიან მაღრაძის მიერ, ამავე პერიოდში შეგროვებული მესხური ტრადიციული მუსიკის საექსპედიციო ჩანაწერებიც, რაც მესხური ფოლკლორის ერთადერთ სრულყოფილ წყაროს წარმოადგენს. ზოგადად კი ეს ჩანაწერები ფასდაუდებელი განძია ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიის შესწავლისა და კვლევისათვის.
მემორანდუმის ფარგლებში, საფუძველი ეყრება ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომელიც ემსახურება მომავალი თაობისთვის უნიკალური არქივის შემონახვას. ეს პირველი პრეცედენტია საერთო ეროვნული ფასეულობების გარშემო სხვადასხვა პროფილის უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების გაერთიანებისა.
- დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი