უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსებისა და დიფერენცირებული გრანტების მოდელი ისევ დამუშავების პროცესშია
2019 წლის შემოდგომაზე კანონში ცვლილება იგეგმება, რომლის თანახმადაც გაჩნდება ჩანაწერი უმაღლესების საბაზო დაფინანსების მოდელის შესახებ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“დაფინანსების მოდელზე მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენი გეგმის მიხედვით, 2019 წლის შემოდგომის პერიოდისთვის, უკვე გვინდა, რომ კანონში აისახოს ცვლილება და გაჩნდეს საბაზო დაფინანსების მოდელის ჩანაწერი. მსოფლიო ბანკთან ერთად უკვე ვამუშავებთ მოდელირებას დაფინანსების სხვადასხვა მოდელისა. ეს გულისხმობს საბაზო დაფინანსებას და ასევე დიფერენცირებული გრანტების გადაცემის შესაძლებლობას. თუმცა წელს ყველაფერი რჩება იგივე, როგორც არის დაფინანსების კუთხითაც და ფაკულტეტების (მათ შორის უფასო ფაკულტეტების) კუთხითაც, ხოლო 2020 წლიდან უკვე გარკვეული ცვლილებები შევა, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულ ცვლილებებს ვერ მოგახსენებთ”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დაფინანსების მოდელი ისეთი სახის უნდა იყოს, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელს, სპეციფიკის მიუხედავად, განვითარების საშუალება მისცეს.
ამავე თემაზე:
განათლების სამინისტრო პროფესიის მიხედვით დიფერენცირებული სასწავლო გრანტების შემოღებაზე მუშაობს
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება