ვაკანსიები სტუდენტებისთვის – 28-29 თებერვალს ექსპოჯორჯია Expo Job-ს უმასპინძლებს
ყველაზე მრავალფეროვანი ვაკანსიები სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის – 28-29 თებერვალს, განათლების საერთაშორისო გამოფენის პარალელურად, ექსპოჯორჯიაში დასაქმების ფესტივალი Expo Job გაიმართება. ფესტივალი დამთვალიერებელს 10:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.
„ღონისძიება რამდენიმე ნიშნით იქნება გამორჩეული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიის დორექტორებს და არა მხოლოდ HR მენეჯერებს. ასევე, გვინდა დავამკვიდროთ ახალი ტენდენცია და დასაქმების ფესტივალზევე გაიგონ კანდიდატებმა საბოლოო, დადებითი პასუხი (თუ ვაკანსიის სპეციფიკა ამის საშუალებას მოგვცემს) “, – ამბობს ორგანიზატორი.
პალიტრა მედია ჰოლდინგი ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ვორქშოპები წარმატებასა და მოტივაციაზე.
იქნება CV-ის კუთხეც, სადაც studetnjob.ge-ის წარმომადგენელი ადგილზე მოსულ ახალგაზრდებს, დაეხმარება CV-ის შედგენაში ან დაკორექტირებაში.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით და მიიღეთ სიახლეები დასაქმების ფესტივალის შესახებ.
კომპანიებს, რომლებსაც სურთ დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა 15 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ექსპოჯორჯია, პალიტრა მედია ჰოლდინგი და გრანთ თორნთონი.
ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ, www.Studentjob.ge-ზე.
(R)
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
საერთაშორისო სკოლების და საზაფხულო პროგრამების შეთვაზება ერთ სივრცეში – გამოფენა თბილისში, 23 აპრილს გაიმართება
by მასმედია
-
CIU-ში საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თემატიკაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
by მასმედია