ვინ არის ნამდვილი მასწავლებელი?
გია მურღულია
ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველ დღე გაძლევს შესაძლებლობას, დაფიქრდე საკუთარ ცხოვრებაზე და უკეთესი გახდე.
ის არასდროს შებღალავს მოსწავლის (ზოგადად – კაცის) ღირსებას და რასაც გასწავლის, სიბრძნითაც მოიტანს შენამდე და სინატიფითაც.
ის ხედავს და გაწვდის ყველაფერს, რაც შენში კარგია, ან შეუძლია სასიკეთოდ შეგცვალოს, მაგრამ “ვერ შეამჩნევს” იმას, რამაც შესაძლოა, შენი სახელი დააზიანოს.
მასში ანგელოზი ყოველთვის იმარჯვებს დემონზე.
შეიძლება, შეცდომა მოუვიდეს?
რა თქმა უნდა – ის ხომ უბრალოდ ადამიანია.
შეიძლება, ამ შეცდომას თავისი პროფესიული ღირსება გადააყოლოს?
რა თქმა უნდა, არა – ის ხომ (თუ მართლა ნამდვილი მასწავლებელია) უბრალოდ ადამიანი არ არის.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
როგორი უნდა იყოს მაღალ ქულაზე დაწერილი ხედვა და რაში დაგაკლდებათ ქულა? – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები ტრენერისგან
by განათლებული ბლოგი
-
როცა მოსწავლე ბიოლოგიურ ტერმინოლოგიას სწავლობს – ინსტრუმენტი იოლი ათვისებისა და სიღრმისეული გააზრებისთვის
by განათლებული ბლოგი