2017 წლის სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება.
„მოგეხსენებათ, ახლახან დამტკიცდა ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც მონაწილეობა მასწავლებელთა ფართო საზოგადოებამ მიიღო. ახლა დავიწყებთ გრიფირების პროცესს. ეს ჩვენთან, სამწუხაროდ, ჩქარ რეჟიმშია, თუმცა ეს დაპირებაც მივეცი მასწავლებლებს, რომ სანამ სახელმძღვანელოები მათთან მოხვდება, მანამ საშუალება ექნებათ, ნახონ და ცვლილებები შეიტანონ მასში. მე პირობას გაძლევთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ვინც მივა სკოლაში, მათ დახვდებათ თვისობრივად, შინაარსობრივად უფრო მაღალი რანგის და კლასის სახელმძღვანელო.
ყველა სახელმძღვანელო იცვლება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. უცხო ენის სახელმძღვანელოები აქამდეც კარგი გვქონდა, იმიტომ რომ საერთაშორისო წყაროებიდან იყო. დიდწილად იგივე დარჩება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგებთან შეხვედრისას დაისვა მეშვიდე კლასში გაერთიანებული სახელმძღვანელოთი სწავლების საკითხი. როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს, სამი საგნის (ფიზიკა, ქიმია, ბილოგია) ერთად სწავლება, ვინაიდან ერთი საგნის სპეციალისტის ყველა საგანს ერთნაირად ვერ ასწავლის. ამასთან, ძალიან ცოტა დრო ეთმობა თითოეული საბუნებისმეტყველო საგნის სწავლებას.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, შეიცვლება თუ არა მეშვიდე კლასის საბუნებისმეტყველო საგნის სახელმძღვანელო, მინისტრმა ასე უპასუხა:
„სამი საგანი გაერთიანებული ერთ სახელმძღვანელოში, აუცილებლად გადაიხედება. მე პირადად, საბუნებისმეტყველო მხრიდან მოვდივარ. მომავალი წლიდან ახალი სახელმძღვანელო ვერ გვექნება, მაგრამ ეს პროცესი მიდის, რომ უნდა გაიყოს და სპეციალისტმა ასწავლოს თითოეული მიმართულება, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება