ვინ ჩააბარებს მასწავლებლის გამოცდებს 2020 წლის ზაფხულში – სამინისტროს გადაწყვეტილება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით პრაქტიკოსი მასწავლებლები, ვისაც კიდევ მისცეს შანსი სტატუსის ამაღლებისთვის გამოცდაზე გასულიყვნენ, გამოცდას შემოდგომაზე ჩააბარებენ.
სამინისტრო განმარტავს, რომ მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. აღნიშნულ გამოცდაში წელს 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.
მონაცემები, თუ რომელ საგანზე რამდენი მასწავლებლობის მსურველია დარეგისტრირებული იხილეთ აქ
შესაბამისი განრიგი ზემოაღნიშნული აპლიკანტებისთვის გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნდება.
ამავე თემაზე:
პრაქტიკოს მასწავლებელთა 2020 წლის გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდება – რა ცვლილებები შევიდა სქემაში
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება