პროფესიულ უნარებში გამოცდას წელს 5000-ზე მეტი პედაგოგი ჩააბარებს – როგორია 2020 წლის აპლიკანტთა სტატისტიკა საგნების მიხედვით
2020 წლის მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 30 აპრილს დასრულდა. სულ გამოცდისთვის 19 600 აპლიკანტი დარეგისტრირდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის მიუხედავად, გამოცდის ჩატარების ვადებში ცვლილება არ იგეგმება.
,,ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება”, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, თუ როგორ გადანაწილდა 2020 წლის საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა სტატისტიკური მონაცემები.
როგორც გამოცდების ეროვნულიც ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აპლიკანტთა ყველაზე დიდი წილი პროფესიული უნარების გამოცდაზე მოდის. წელს ამ მხრივ კომპეტენციის დადასტურებას 5 340 პრაქტიკოსი მასწავლებელი შეეცდება. 3 771 აპლიკანტი დარეგისტრირდა დაწყებითებზე, მათგან 1 606 პრაქტიკოსი და 2 165 მასწავლებლობის მსურველია. მესამე ადგილზე რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის მიხედვით ინგლისური ენაა (I-XII კლასებისთვის), საგანში გამოცდას 441 პრაქტიკოსი და 1 167 მასწავლებლობის მსურველი ჩააბარებს.
დანარჩენი საგნების მიხედვით პრაქტიკოსებისა და მასწავლებლობის მსურველთა მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ენა და ლიტ.(VII-XII) – 11 პრაქტიკოსი, 830 მსურველი, სულ – 941;
მათემატიკა (VII-XII) – 73 პრაქტიკოსი, 351 მსურველი;
მათემატიკა (VII-XII) (რუს.) – 4 პრაქტიკოსი, 5 მსურველი;
მათემატიკა (VII-XII) (აზერ.) – 25 პრაქტიკოსი, 25 მსურველი;
მათემატიკა (VII-XII) (სომხ.) – 28 პრაქტიკოსი, 10 მსურველი;
რუსული ენა (I- XII) – 195 პრაქტიკოსი, 234 მსურველი;
გერმანული ენა (I- XII) – 30 პრაქტიკოსი, 74 მსურველი;
ფრანგული ენა (I- XII) – 12 პრაქტიკოსი, 19 მსურველი;
ისტორია (VII-XII) – 125 პრაქტიკოს, 679 მსურველი;
ისტორია (VII-XII) (რუს.) – 10 პრაქტიკოსი, 3 მსურველი;
ისტორია (VII-XII) (აზერ.) – 83 პრაქტიკოსი, 22 მსურველი;
ისტორია (VII-XII) (სომხ.) – 54 პრაქტიკოსი, 23 მსურველი;
გეოგრაფია (VII-XII) – 65 პრაქტიკოსი, 242 მსურველი;
გეოგრაფია (VII-XII) (რუს.) – 4 პრაქტიკოსი, 4 მსურველი;
გეოგრაფია (VII-XII) (აზერ.) – 40 პრაქტიკოსი, 17 მსურველი;
გეოგრაფია (VII-XII) (სომხ.) -27 პრაქტიკოსი, 9 მსურველი;
სამოქალაქო განათლება (VII-XII) – 144 პრაქტიკოსი, 682 მსურველი;
სამოქალაქო განათლება (VII-XII) (რუს.) -3 პრაქტიკოსი, 2 მსურველი;
სამოქალაქო განათლება (VII-XII) (აზერ.) – 16 პრაქტიკოსი, 1მსურველი;
სამოქალაქო განათლება (VII-XII) (სომხ.) – 27 პრაქტიკოსი, 9 მსურველი; ფიზიკა (VII-XII) – 127 პრაქტიკოსი, 167 მსურველი; ფიზიკა (VII-XII) (რუს.) – 5 პრაქტიკოსი, 4 მსურველი;
ფიზიკა (VII-XII) (აზერ.) – 31 პრაქტიკოსი, 3 მსურველი;
ფიზიკა (VII-XII) (სომხ.) – 20 პრაქტიკოსი, 5 მსურველი;
ქიმია (VII-XII) – 76 პრაქტიკოსი, 206 მსურველი;
ქიმია (VII-XII) (რუს.) – 1 პრაქტიკოსი, 2 მსურველი;
ქიმია (VII-XII) (აზერ.) – 15 პრაქტიკოსი, 6 მსურველი;
ქიმია (VII-XII) (სომხ.) – 12 პრაქტიკოსი,8 მსურველი;
ბიოლოგია (VII-XII) – 54 პრაქტიკოსი, 386 მსურველი;
ბიოლოგია (VII-XII) (რუს.) – 1 პრაქტიკოსი, 5 მსურველი;
ბიოლოგია (VII-XII) (აზერ.) – 26 პრაქტიკოსი, 16 მსურველი;
ბიოლოგია (VII-XII) (სომხ.) – 19 პრაქტიკოსი, 13 მსურველი;
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) – 305 პრაქტიკოსი, 802 მსურველი;
მათემატიკა (I-VI) – 205 პრაქტიკოსი, 825 მსურველი;
მათემატიკა (I-VI) (რუს.) – 6 პრაქტიკოსი, 14 მსურველი;
მათემატიკა (I-VI) (აზერ.) – 130 პრაქტიკოსი, 48 მსურველი;
მათემატიკა (I-VI) (სომხ.) – 125 პრაქტიკოსი, 36 მსურველი;
ბუნებისმეტყველება (I-VI) – 167 პრაქტიკოსი, 505 მსურველი;
ბუნებისმეტყველება (I-VI) (რუს.) – 27 პრაქტიკოსი, 13 მსურველი;
ბუნებისმეტყველება (I-VI) (აზერ.) – 293 პრაქტიკოსი, 83 მსურველი;
ბუნებისმეტყველება (I-VI) (სომხ.) – 180 პრაქტიკოსი, 66 მსურველი;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 191 პრაქტიკოსი, 415 მსურველი;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (რუს.) – 9 პრაქტიკოსი, 1 მსურველი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები -211 პრაქტიკოსი, 349 მსურველი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (რუს) – 1 პრაქტიკოსი, 2 მსურველი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (აზერ.) -9 მსურველი, 5 პრაქტიკოსი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (სომხ.) – 16 პრაქტიკოსი, 7 მსურველი;
მუსიკა – 171 პრაქტიკოსი, 324 მსურველი;
მუსიკა (რუს.) – 6 პრაქტიკოსი, 1 მსურველი;
მუსიკა (აზერ.) – 14 პრაქტიკოსი, 2 მსურველი;
მუსიკა (სომხ.) – 15 პრაქტიკოსი, 6 მსურველი;
სპორტი – 457 პრაქტიკოსი, 645 მსურველი;
სპორტი (რუს.) – 5 პრაქტიკოსი, 12 მსურველი;
სპორტი (აზერ.) – 39 პრაქტიკოსი, 8 მსურველი;
სპორტი (სომხ.) -31 პრაქტიკოსი, 14 მსურველი.
რაც შეეხება გამოცდის პროცესსა და მის მიმდინარეობას, გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ დაცული იქნება ყველა საჭირო ნორმა:
“სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობენ საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და მუდმივად გადიან კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ამ რეკომენდაციების შედეგად განისაზღვრება გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღები. საგამოცდო პროცესის ორგანიზებისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, მათ შორის დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და დეზინფექციის საკითხები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დაიცვას გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, საგამოცდო პროცესი სრულყოფილად წარმართოს”, – აცხადებენ “ნაეკში”.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება