ვირუსის დადასტურების მიუხედავად 52–ე სკოლაში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს
თბილისის 52-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლის დაინფიცირების წყაროდ სახელდება მისი ძმა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს და რომელსაც „კოვიდ-19“ კვირას გამოუვლინდა. სწორედ ამ შემთხვევის გამო მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია, ვირუსი კი მას გუშინ დილით დაუდასტურდა.
დირექტორის განცხადებით, ეპიდემიოლოგები სკოლის სხვა მოსწავლეების, მათ შორის ინფიცირებულის კლასელების დაინფიცირების საფრთხეს მინიმალურად აფასებენ, რის გამოც სკოლაში სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა.
შესაბამისად, სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებს არც კლასის და არც სკოლის სხვა მოსწავლეების ან პერსონალის იზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია არ გაუციათ. სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეპიდემიოლოგებთან მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებენ და ყველა ნაბიჯს მათი რეკომენდაციების შესაბამისად დგამენ.
სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.
წყარო: 1tv
-
„პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას, რათა აღმზრდელების ანაზღაურება ღირსეული იყოს“
by მასმედია
-
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის
by მასმედია
-
2026 წლის მიღების აბიტურიენტებს კახა ბენდუქიძის საქველმოქმედო ცოდნის ფონდი 4 200 000 ლარით დააფინანსებს
by მასმედია