წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ, ზღვარი კი განსხვავებული იქნება
წამყვანის და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები ერთნაირ გამოცდას ჩააბარებენ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ 27 ნოემბრის დადგენილებაშია ნათქვამი.
„იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას გადალახავს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს, მას უფლება აქვს, მიღებული შედეგი გამოიყენოს მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პროცესში“, -წერია დადგენილებაში.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის თქმით, გამოცდის ზღვარი იქნება განსხვავებული.
„ერთი გამოცდაა, თუ უფროსი მენტორობის საჭირო ზღვარს გადალახავს, მას შემდეგ რაც ყველა კომპონენტს გაივლის და წამყვანის სტატუსს მიიღებს, მენტორობის გზაზე გამოცდა ხელახლა ჩასაბარებელი აღარ ექნება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მანანა რატიანმა.
მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს: პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს: გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.
ხოლო მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს: პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას; მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირებას) და პორტფოლიოს შეფასებას.
ამავე თემაზე:
პედაგოგების სტატუსის ცვლილების საკითხზე მასწავლებლის სახლი დამატებით განმარტებას აკეთებს
განათლების სამინისტროს განცხადება პრაქტიკოს და სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდების ჩატარების შესახებ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება