პედაგოგების სტატუსის ცვლილების საკითხზე მასწავლებლის სახლი დამატებით განმარტებას აკეთებს
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ პედაგოგთა გამოცდების გადადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებების შესახებაა საუბარი. რადგან ცვლილებების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, პედაგოგების დიდ ნაწილს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა აქვთ.
საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა მასწავლებლის სახლის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს ის უფროსი მასწავლებლები აიმაღლებენ, რომლებიც გარე დაკვირვებაზე უკვე დარეგისტრირებულები არიან.
„მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე. ახალი სქემის მიხედვით სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა. ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა)“, – წერს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.
ამასთან, აქვეყნებს ამონარიდებს მასწავლებელთა სქემის ბოლო ვერსიიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებელს, რომელსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვს 15 კრედიტქულა, მათ შორის ორი სავალდებულო აქტივობით (გარდა გარე დაკვირვებისა), ან პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაეთვალათ ხარვეზის მქონედ, აღნიშნულ პირებს მოცემული ხარვეზის გასასწორებლად 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მიეცემათ უფლება გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასე ონლაინ რეჟიმში).
ასევე, თუ უფროსი მასწავლებელი ობიექტური მიზეზების გამო, უარს განაცხადებს გარე დაკვირვება გაიაროს დისტანციური ფორმით, მას უფლება აქვს გარე დაკვირვება გაიაროს 2020 წლის 15 ივნისამდე პერიოდში პირისპირ.
გარე დაკვირვების პროცესთან დაკავშირებით კი, მასწავლებლის სახლმა განმარტა, რომ საუბარია მხოლოდ დისტანციურ ფორმატზე.
“მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება განხორციელდება მხოლოდ დისტანციური ფორმატით.
გარე დაკვირვების პროცესი გულისხმობს გარე დამკვირველების ვიზიტს კონკრეტულ სკოლაში, რაც საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს არა მარტო გარე დამკვირვებლისთვის, არამედ კონკრეტული სკოლისთვის, სასკოლო საზოგადოებისთვის და მთლიანი თემისთვის.
იმ მასწავლებლებს, რომლებიც უარს იტყვიან დისტანციური ფორმატით გარე დაკვირვების გავლაზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 ნოემბრის N714 დადგენილების შესაბამისად გარე დაკვირვების გავლის საშუალება მიეცემათ 2020-2021 წლის მეორე სემესტრში”, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების კვალდაკვალ გამოქვეყნებულ განმარტებაში.
საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, სადაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“ განხორცელებული ცვლილებებია ასახული. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება