კსუ-ში მოსწავლეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „წარმატების ალგორითმი“
24 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ტრენინგი გაიმართა თემაზე: „წარმატების ალგორითმი“. ქ. გორის სკოლის „ეისი“ მოსწავლეებთან, ზაზა ცოტნიაშვილმა ისაუბრა მიზანმიმართული, კონცენტრირებული აზროვნებით წარმატების მიღწევის გზებზე, ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: მოტივაცია და წარმოსახვის უნარი; ოცნება, იდეა, გეგმა, განხორციელება; იკიგაი; დასაქმებული თუ დამსაქმებელი?; კომფორტის ზონის საფრთხე; დიმიტრი უზნაძე – განწყობის თეორია; რიჩარდ ბრენსონი – Just Do It!; ნაპოლოენი ჰილი – წარმატების კანონები. ტრენინგს გორის სკოლის გარდა, მოსწავლეები თბილისიდანაც ესწრებოდნენ, დასასრულს კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ასევე მათ უნივერსიტეტის მატერიალურ ტექნიკური ბაზა მოინახულეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია, ასევე მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი