GE

ზუგდიდის 12 სოფელი, სადაც სკოლები ასევე დახურულია

ზუგდიდის სოფლების სკოლების ნაწილი კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია და სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვირუსი დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეულ მოსწავლეს და მასწავლებელს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ონლაინ სწავლებაზე გადასულია სკოლები შემდეგ სოფლებში: ცაიში, რუხი, ორსანტია, კახათი(#2), ჭკადუაში, ჯუმი, ტყაია, ჯიხაშკარი (#1), დიდინეძი, ჭითაწყარი, ინგირი (#1) და ყულიშკარი.

ამავე ცნობით, დღეს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა კახათის პირველ საჯარო სკოლაში, რომელიც ასევე კორონავირუსის გამო რამდენიმე კვირა დახურული იყო.

ზუგდიდის სოფლებში სულ 39 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

წყარო: რადიო ათინათი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური