4 მარტი, 2019 11:54
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები მათემატიკას პრაქტიკის საფუძველზე სწავლობენ
გეომეტრიულ ფიგურათა გაცნობა დაწყებითი კლასებიდან იწყება. თუმცა, მათემატიკური წინადადებების, კერძოდ თეორემების დამტკიცებას, სწავლების მეორე საფეხურზე განიხილება.
მართკუთხა სამკუთხედის და ზოგადად სამკუთხედის ამოხსნისას, თითქმის ყოველთვის, მივმართავთ პითაგორას თეორემას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ დამტკიცდა. ამჟამად იგი არის რეკოდსმენი თეორემა განსხვავებულ დამტკიცებათა რაოდენობის მიხედვით და შესულია გინესის რეკორდების წიგნში.
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს დამტკიცებათა განსხვავებული ვარიანტები, რომლებიც სცილდება ამ კლასის მათემატიკის პროგრამას.