GE
17 იანვარი, 2025 11:00

გაიცანით განათლების ახალგაზრდა სპეციალისტი, რომელმაც „მასწავლებლის ჟურნალი“ თავად შექმნა

მაინც როგორი სწრაფი და სხარტი უნდა იყოს მასწავლებელი – მოსწავლეების განათლებაზე ფიქრი და ზრუნვა, ახალგაზრდებისა და მათ მომავალისთვის ყოველდღიური გარჯა, ამასთან, უამრავი დოკუმენტაცია რომელზე მუშაობაც უნდა შეძლოს, მშობლებთან შესაბამისი კომუნიკაცია, კოლეგებთან მიზანმიმართული თანამშრომლობა… უამრავი დეტალია რომელიც მხოლოდ მასწავლებელმა თუ იცის. ამ პროფესიაში შესული ყველაზე ნელი ადამინიც კი დღითიდღე ძალიან სწრაფი ხდება.

ეს რომ ნამდვილად ასეა, გვიდასტურებს განათლების სპეციალისტი და თავადაც მასწავლებელი, ია ლაგვილავა.

ია კოლეგებს დამხმარე რესურსებითა და სახელმძღვანელოებით მუდმივად ანებივრებს და გვიზიარებს მის მიერ წარმატებით განხორციელებულ იდეას, სახელწოდებით – “მასწავლებლის ჟურნალი”.

იდეის დაბადებამდე სპეციალისტმა თავად ჩამოწერა ყველა საქმე, რომელსაც პედაგოგი დღის განმავლობაში ასრულებს, შემდეგ კი მათთვის „მასწავლებლის ჟურნალის” შექმნა დაიწყო.

იხილეთ და ჩამოტვირთეთ: მასწავლებლის ჟურნალი

„ამ ჟურნალში ბლოკების სახითაა წარმოდგენილი ყველა ის საქმე, რომელსაც პედაგოგები ვასრულებთ. ყველა ის ინფორმაცია, რომელის ცოდნაც გვჭირდება და შეიძლება დაგვავიწყდეს, აქაა. მაგალითად, ინფორმაცია მშობლების საკონტაქტო ნომრებზე, ინფორმაცია მოსწავლეების შეფასებებზე, ჩვენი შენიშვნები, ჩანაწერები. არის შემთხვევა, რომ რაღაც ამოვარდა ჩვენი თავიდან. არაფერი არ დაგავიწყდებათ, რადგან ყველაფერი, რაც უნდა გახსოვდეთ, ამ ჟურნალშია. თქვენ უბრალოდ ყოველდღიურად უნდა შეავსოთ ის”, – აგვიხსნა იამ.

როგორ ვასწავლე მოსწავლეს საათის ცნობა – მასწავლებლის პრაქტიკული გაკვეთილი

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში