16 იანვარი, 2025 13:23
სკოლაში „პოლიგლოტი“ საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
სკოლა „პოლიგლოტი“ მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – ,,საახალწლო ზღაპარი ჩვენს თეატრში”.
ბავშვებმა სხვადასხვა ზღაპრის გმირების როლი მოირგეს. ასევე ცეკვებით, სიმღერებითა და ლექსებით მიულოცეს მაყურებელს დამდეგი 2025 წელი.
სკოლა „პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა მუსიკის პედაგოგ ანი ზაზაშვილს, ულამაზესი დეკორაციების ავტორს, ხელოვნების პედაგოგ სოფიო ლიჩელს და ინგლისური ენის პედაგოგ მარიამ ცაბაძეს გაწეული დახმარებისათვის. აგრეთვე გვინდა გამოვყოთ, მშობლების აქტიური ჩართულობა და გვერდში დგომა.
-
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალზე სახელწოდებით „ოქროს ტალღა“ by სკოლების ამბები
-
სკოლა პოლიგლოტში პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“ ჩატარდა by სკოლა პოლიგლოტი
-
სკოლა „პოლიგლოტში“ მე-6 კლასის დამამთავრებელი ღონისძიებები გაიმართა by სკოლა პოლიგლოტი