ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს ახალგაზრდა მწერალი, ტორესა მოსი შეხვდა
სულ ახლახან გამოიცა ძალიან საინტერესო წიგნი „ორდროშობანა“, რომელიც სწრაფად გახდა ინტერესის საგანი თანამედროვე მკითხველებში. ნაწარმოები, რომელიც ერთი ამოსუნქვით იკითხება, ახალგაზრდა მწერალს, ტორესა მოსს ეკუთვნის. ამიტომაც, ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა მწერალთან შეხვედრა მოეწყო იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ლიტერატურა ძალიან უყვართ.
ახალგაზრდა მწერალმა ისაუბრა სკოლის ასაკში მიღებულ შთაბეჭდილებებზე, სკოლაზე, მასწავლებლებზე, ურთიერთობებზე, რაც ‘ორდროშობანაში“ არაჩვეულებრივადაა ასახული. როგორი იყო მასწავლელბელი მაშინ და როგორი უნდა იყოს დღეს, რომ შეაყვაროს მოსწავლეს საგანი და აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა. საუბარი ასევე შეეხო მოსწავლისა და თანამედროვე მასწავლებელის ურთიერობას; თინეიჯერი მოსწავლის თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას თუ ფარნავაზის დროინდელ ეპოქაში მოგზაურობას.
პანდემიის მიუხედავად აქტიურად გრძელდება ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეების შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, სხვადასხვა სფეროს წარმატებულ პროფესიონალებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.