GE
18 მაისი, 2021 11:32

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეების წარმატება ჰონგ-კონგის სამეცნიერო კონფერენციაზე

,,სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ ჰონგ-კონგის სამეცნიერო კონფერენციიდან, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა 2 პროექტი წარადგინეს ონლაინ რეჟიმში. ორივე პროექტი დაშვებულია კონფერენციის ფინალურ ტურზე”, – აცხადებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ადმინისტრაცია.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და უსურვებს გამარჯვებას დასკვნით ტურზე, რომელიც 19-20 ივნისს გაიმართება.

EDU.ARIS.GE (განათლება)