„სიტყვა გზად იქცა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები საგანმანათლებლო დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობენ
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის მოსწავლეები – სოფო სოფრომაძე, კახაბერ ელოშვილი, საბა ლეჟავა და ნიკოლოზ ირემაძე, ნინო რეხვიაშვილის საგანმანათლებლო დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „სიტყვა გზად იქცა“ მონაწილეობენ. ფილმის პროდიუსერია ბეგლარ თავართქილაძე.
გიმნაზიის მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფილმის იტალიურენოვანი ვერსიის პრემიერა 5 და 7 ნოემბერს გაიმართა. ჩვენებები რომში, ფელინის სახელობის კინოდარბაზსა და ვეროლის კინოსახლში, ქალაქის მერის მიწვევით მოეწყო.
რომში გამართულ ჩვენებას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და ქართული და უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. თამარ ბაგრატიონმა ფილმის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ფილმის მონაწილეებმა შეხვედრები ვატიკანშიც გამართეს.
ფილმმა მიწვევები მიიღო რომის, კანის, ლონდონის, ტოკიოსა და ჰოლივუდის კინოფესტივალებიდან.
„გულითადად ვულოცავთ ქალბატონ ნინო რეხვიაშვილს, ბატონ ბეგლარ თავართქილაძეს, ჩვენს მოსწავლეებსა და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ გამორჩეულ წარმატებას! განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ამ ფილმის საერთაშორისო გზის დასაწყისის თანამონაწილეები ჩვენი მოსწავლეები არიან“, – აცხადებენ გიმნაზიაში.
-
მშობელი, მასწავლებელი თუ საკუთარი თავი: ვის მიმართავენ მოსწავლეები დახმარებისთვის, როცა სწავლაში სირთულეებს აწყდებიან? by სკოლების ამბები
-
„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა? by სკოლების ამბები
-
ზამთარი და ფორმები – „ძალიან თხელია, ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომაზე ვაცმევთ ბავშვებს“ by სკოლების ამბები