20 დეკემბერი, 2019 17:28
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები პარტნიორ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში იმყოფებოდნენ
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები გლობალურ კლიმატცვლილებისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ პარტნიორ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში.
სამდღიანი ვიზიტის პერიოდში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ერთობლივ ვორქშოფებსა და თვითმმართველობების შეხვედრებში. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ტრადიციული სტუმართმოყვარეობით შეხვდა პარტნიორ სკოლებს.
თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა სამივე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, ასევე თვითმმართველობების მიერ ინიცირებულ პროექტებში. სკოლებს შორის გაცვლით პროგრამებს სისტემატიური ხასიათი ექნება.
ახლა უკვე ევროპარლამენტის მოდელირების პროექტის ფარგლებში თბილისელი მოსწავლეები უმასპინძლებენ ბათუმელ თანატოლებს.