GE
4 მარტი, 2019 16:20

სკოლა “აკადემოსი” წარმატების სერტიფიკატით დაჯილდოვდა

2018-2019 სასწავლო წელს სკოლა ,,აკადემოსს” მოსწავლეთა წარმატებებისა და აქტიურობის შედეგად გადაეცა ,,წარმატების სერტიფიკატი” კინგსის ოლიმპიადის ხელმძღვანელობისაგან.

სკოლა ,,აკადემოსი” პირველ ადგილზეა რეგიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი.

სკოლა ,,აკადემოსი” საუკეთესო ხუთეულშია საქართველოში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის შემოდგომის მათემატიკის ოლიმპიადაზე გახდნენ ფინალისტები.

სკოლა ,,აკადემოსი” საუკეთესო ოცეულშია ქალაქის სკოლებს შორის იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებიც კინგსის 2018 წლის ოლიმპიადების ფინალისტები გახდნენ.

Aris.ge - განათლება განათლება