სკოლა “აკადემოსის” ლიტერატურული სალონი ახალი მიმართულებით იმუშავებს
სკოლა “აკადემოსის” ლიტერატურული სალონის მუშაობის შედეგად მრავალი ნიჭიერი მოსწავლე გამოვლინდა როგორც იცით, გამოქვეყნდა პირველი და მეორე ნაწილი შემოქმედებითი ჟურნალისა, რომლებშიც სკოლის პატარების ლექსები, ესეები, ნახატები, ჩანახატები და მოთხრობები არის დაბეჭდილი.
სკოლის ლიტერატურულმა სალონმა დაისახა ახალი მიმართულება: გარდა საკუთარი ლექსებისა და ჩანახატებისა, მოსწავლეები წაიკითხავენ ყოველ კვირა ერთ წიგნს, რომელიც ასაკობრივი ნიშნით იქნება შერჩეული და განიხილავენ მას პედაგოგთან ერთად.
სკოლის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, თუ რამდენად ყურადღებით და გააზრებულად იქნება წიგნი წაკითხული (სიუჟეტის განვითარება, მნიშვნელოვანი დეტალებისა და ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების ამოცნობა და დაკვირვება); ამ წაკითხულის შესახებ მსჯელობა, პუბლიცისტური ესეს წერის კულტურის ამაღლება, მხატვრული კითხვის უნარების გაუმჯობესება, ქართველ და უცხოელ მწერალთა შემოქმედების გაცნობა.