სკოლა ჯი-ელ-სიში TOEFL-ის სასერტიფიკატო პროგრამაა დანერგილი
ინგლისური ენის გამოყენება მეორე ენად ადრეულ ასაკში იწყება. ამიტომ ენის სწავლება ისე, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისუფლად გამოიყენოს ის დონისა და ასაკის შესაბამისად, მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია. სწორედ ეს მიზანი ამოძრავებდა სკოლა ჯი-ელ-სის, როდესაც სკოლამ ინგლისური ენის სწავლებაში შემოიტანა TOEFL-ის სასერტიფიკატო პროგრამა, რაც გულისხმობს შესაბამისი პროგრამითა და სახელმძღვანელოებით სწავლებასა და საგამოცდო ტესტირებას. პროგრამის მიზანი ყველა ეტაპზე ერთია: დაეხმაროს სკოლის მოსწავლეებს სრულყონ ინგლისური ენის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარები, გამოავლინონ შესაძლებლობები, ნათლად დაინახონ ძლიერი და სუსტი მხარეები , მიიღონ კონკრეტული მითითებები მიზნის მისაღწევად.
TOEFL –ის სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს და დაყოფილია საფეხურებად: TOEFL Primary (8+); TOEFL Junior ( 11+); TOEFL ITP:
საშუალო საფეხურზე პროგრამის მთავარი ამოცანაა მოსწავლეს ხელი შეუწყოს უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებაში. ამისთვის TOEFL Junior და TOEFL. ITP – მოსწავლეს აძლევს საშუალებას შეამოწმოს და გაიუმჯობესოს არსებული ცოდნის დონე და სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი), დაისახოს მიზანი, დაადგინოს ძლიერი და სუსტი მხარეები, თვალყური ადევნოს პროგრესს და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც საზღვარგარეთ თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მიიღება. iBT – ინტერნეტ-ტესტით გამოცდა, რომელსაც ითხოვენ უცხოეთის განსაკუთრებით მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტები. iBT სასერტიფიკატო გამოცდა სკოლებში არ ტარდება, თუმცა ITP სერტიფიკატიმ მქონე მოსწავლეს ამ გამოცდის ჩაბარება დამოუკიდებლათ სრულიად თავისუფლად შეუძლია.
დაწყებით საფეხურზე TOEFL Primary პროგრამის მთავარი ამოცანაა მოსწავლეს გაუღვივოს უცხო ენისადმი სიყვარული და გამოუმუშაოს უნარი რომ მიღებული ცოდნა აქტიურად გამოიყენოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, განუვითაროს როგორც სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი), ასევე განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგებისა და სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი.
პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში 2 ტესტს: შუალედურ ტესტს განმავითარებელი შეფასებით, რომელსაც მშობელი მიიღებს ელექტრონული ფოსტით და წლის ბოლოს – საგამოცდო ტესტირებას, რომლის შედეგად მოსწავლე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს და შედეგთან დაკავშირებულ განმარტებებს.
ტესტების შედგენაზე მუშაობს ETS Global (Educational Testing Service), რომელიც წელიწადში 50 მილიონ ტესტზე მეტს ქმნის, წარმართავს და აფასებს. ETS Global ევროპის, აზიისა და შუა აღმოსავლეთის 180-ზე მეტი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს უზრუნველყოფს ისეთი ტესტებით, როგორიცაა TOEFL , TOEIC tests, the GRE General and Sabject Tests, Praxis tests.