თანამედროვე განათლების აკადემია ნიკო კეცხოველის 2020 წლის სასკოლო პრემიის კონკურსში ჩაერთო
თანამედროვე განათლების აკადემია ჩაერთო ნიკო კეცხოველის 2020 წლის სასკოლო პრემიის კონკურსში. კონკურსის წლევანდელი თემაა – თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (UN SDGs).
კონკურსის მიზანია:
- გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა,
- მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და ადგილობრივ თემში,
- გარემოსდაცვითი და სათემო ინიციატივების, პროექტების მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის, ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ საზოგადოებაში.
კონკურსში მონაწილეობენ აკადემიის მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების და მათემატიკის მასწავლებლები.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პროექტში ჩართულმა გუნდმა აკადემიის მოსწავლეებს და თანამშრომლებს გააცნო პროექტის მიზნები და სამოქმედო გეგმა.
ვინაიდან, 11 ნოემბერი არის ენერგოეფექტურობის დღე, მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ პროექტზე ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით.მოსწავლეებმა იმსჯელეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე და ფიზიკის მასწავლებელთა ერთად მოსწავლეებს და მასწავლებლებს გააცნეს პროექტის აქტივობები.
ენერგოეფექტურობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შეუერთდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც, რომლებმაც შექმნეს პოსტერები.
“თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით!”, – აღნიშნავენ სკოლაში.
-
CEA-ის მოსწავლეებისთვის ქიმია-ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები ყველაზე საყვარელი ადგილებია. by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემიში (CEA) ჩატარდა მოსწავლეთა მესამე სასკოლო კონფერენცია by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)
-
თანამედროვე განათლების აკადემია (CEA) – გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! by თანამედროვე განათლების აკადემია (CEA)



