თბილისის 42-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა განახორციელა პროექტი “კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება”
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის ნინო მთიულიშვილისა და მოსწავლეების მიერ განხორციელდა კვლევა.
პროექტის მიზანი გახლდათ კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდექსის – “ტროპიკული ღამეების” განაწილების გეოგრაფიული თავისებურების გაანალიზება დ ამ გზით მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების პრობლემატიკაზე, მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და არსზე.
კვლევის მიზანი ასევე გახლდათ მოსწავლეების გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და მათ მიერ ტროპიკული ღამეების რაოდენობის ცვლილების სიჩქარეების ამსახველი საქართველოს რუკის შედგენა.
მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების მიზნებს და ამ მიზნების კავშირს კლიმატის ცვლილებებს შორის. ისინი ასევე გაეცნენ გეოინფორმაციულ სისტემებს და მისი გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა კონკრეტული ამოცანის გადაჭრისთვის.
მოსწავლეებმა გაითავისეს საველე ჯგუფური და დამოუკიდებელ მუშაობის უნარ-ჩვვები. მიიღეს მეტეოროლოგიურ ხელსაწყოებზე მუშაობის გამოცდილება. გაეცნენ კოორდინატების განსაზღვრას GP- ის გამოყენებით და შემდეგ ამ კოორდინატების რუკაზე დატანას, შეიძინეს კვლევის შედეგების გაფორმების და წარმოჩენის უნარ-ჩვევები. კვლევის სტრატეგია მოიცავდა ლექციებს, სემინარებს და პრეზენტაციებს.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლებას, განათლების და კვლევის დაახლოებას.