GE
31 დეკემბერი, 2020 13:05

თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატება

2019-2020 წლის “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში” მონაწილეობა მიიღო 350-მდე გუნდმა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა 11 გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც: დეა ნოზაძე, ლუკა ბეგიაშვილი,გიორგი პაპიძე, ნიკოლოზ კვარაცხელია და თათია ჯიჯეიშვილი.

“ჩვენი სკოლის მოსწავლეთა გუნდმა -“Helios” 2020 წლის ზაფხულში “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის” ფინალის საგზური მოიპოვა.

2020 წლის ზაფხულში ფინალური გუნდები კონკურსის დამოუკიდებელი კომისიის წინაშე წარდგნენ და წარმოადგინეს დასრულებული პროექტები.

ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლის ინჟინერიის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელის- ზურაბ ვარდანაშვილის დახმარებით შექმნეს მზის ენერგიაზე მომუშავე, გაუმჯობესებული და დღევანდელ სისტემებზე 80%-ით უფრო ეფექტური მოწყობილობა, ჰელიოსი, რომლითაც დაინტერესდა ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც”.

მოსწავლეების მიერ შექმნილი მოწყობილობა ამჟამად იმყოფება სატესტო რეჟიმში, რის შემდეგადაც სავარაუდოდ ჩაეშვება წარმოებაში.

2020 წლის 29 დეკემბერს ჩატარდა ათასწლეულის ინოვაციური კონკურსის ონლაინ დაჯილდოება, სადაც ჩვენი სკოლის გუნდი ,,Helios” გახდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფავორიტი გუნდი და Samsung Galaxy-ის ტაბლეტთან ერთად დაიმსახურა ქუთაისის საერთაშორისო უნივერაიტეტში სწავლის + საცხოვრებლის დაფინანსება და მიიღო სტიპენდია.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და გუნდის ხელმძღვანელს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს”, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

Aris.ge - განათლება განათლება