GE
2 მარტი, 2018 17:23

ვეკუას სკოლის მოსწავლეების პროექტი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში გავიდა

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში მოხვდნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობას იღებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები:

  1. ლევან ჭიკაიძე (მე-12 კლასი)
  2. ანასტასია იოსებაძე (მე-12 კლასი)
  3. ქეთი კახნიაური( მე-11 კლასი)

გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსწავლებმა ჟიურის წინაშე წარადგინეს პროექტი: „აკუსტიკური სპექტრის დათვლა ნეირონული ქსელით“ და ფინალში გადავიდნენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.

კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში, თბილისში. გუნდები კონკურსის კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს და შედეგად, ექსპერტთა კომისია შეარჩევს გამარჯვებულებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში.

Aris.ge - განათლება განათლება