GE

აღმაშენებლის 172                ტელ: (+995) 32 251 47 30         ელ-ფოსტა: bdc.academy@gmail.com   
გარსევანიშვილის 3                        (+995) 593 00 06 84          ვებ-გვერდი: http://www.bdc-center.ge
თბილისი, გორი, საქართველო    (+995) 593 25 25 08

მეტი
ბუღალტერიის შემსწავლელი სრული კურსი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით - ORIS, FINA
ბიდისი აკადემია გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ კურსს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით + საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საბუღალტრო პროგრამა: ORIS, FINA.
 
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შედგენილი მსმენელეზე ორიენტირებული სააწავლო პროგრამა. კვალიფიციური აკადემიური პერსონალი. პროფესიონალებთან ნეთვორქინგი და დასაქმების რეალური პერსპექტივა.
 
პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელთათვის, რომელთაც სურთ აწარმოონ ნებისმიერი საწარმოს საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართონ საგადასახადო აღრიცხვიანობა. თქვენ შეისწავლით საბუღალტრო აღრიცხვასა და პრაქტიკულ ბუღალტერიას.
 
პროგრამის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ:
  • დამოუკიდებლად იმუშაოთ ნებისმიერ საწარმოში ბუღალტრად,
  • აწარმოოთ საბუღალტრო დოკუმენტაცია და ფინანსური ანგარიშგება,
  • დეკლარაციების შევსება,
  • საშემოსავლო, ქონების, დღგ-ს გადასახადების გაანგარიშება,
  • მოგება-ზარალის ბალანსის შედგენა.
ტრენინგის დასასრულს ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. წარჩინებულებს გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ შემდგომ დასაქმებაში. ტრენინგ-პროგრამა დაფუძნებულია ლექციებზე, დისკუსიებზე, ტესტებზე, პრაქტიკულ ამოცანებსა და სავარჯიშოებზე. თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსემნელები გაივლიან კომპიუტერულ პროგრამა ორისს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ბუღალტერია.
 
ბიდისი აკადემიაში ბუღალტერიის სრული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ საბუღალტრო კომპანიაში, სადაც კურსის კოორდინატორობას გაგიწევენ გამოცდილი და მარავალი სტაჟის მქონე აუდიტები და ბუღალტრები, თქვენ მოგიწევთ რეალური, მოქმედი ორგანიზაციების საბუთებთან მუშაობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ყველა სახის დეკლარაციების შედგენა-გადაგზავნა საბუღალტრო პროგრამით.
 
მათ ვისაც უკვე გავლილი აქვს ბუღალტერიის თეორიული და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები შესაძლებელია მხოლოდ სტაჟირება გაიაროს საბუღალტრო კომპანიაში. ნებისმიერ შემთხვევაში გაიცემა სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტი, სერტიფიკატის სახით.
 
მსმენელს, რომელსაც  უკვე ააქვს საბაზისო ცოდნა და  სურს მისი გამყარება მათთვის განკუთვნილია განსხავავებული პროგრამა, რომელიც მოიცავს; დეკლარაციების შევსების შემსწავლელ პრაქტიკულ კურსს, კურსი განკუთვილია ბუღალტერიის სფეროში მომუშავე, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის!
 
ყოველ ლექციაზე განხილული იქნება პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან;
 
კურსის დროს განხილული იქნება შემდეგი თემები:
  • საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;
  • საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია;
  • აქციზი;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • ქონების გადასახადის დეკლარაცია;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);
  • ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება.
კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ზეპირი სახის კონსულტაცია საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
 
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი. წარმატებულ მსმენელბი დასაქმდებიან  ჩვენსავე საბუღალტრო კომპანიაში.
 
ბიდისი აკადემია თქვენი წარმატებული მომავლის გარანტიაა!
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი იანვარი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები