GE
ტურიზმის მენეჯმენტი
სამაგისტრო პროგრამის დასახელება:  ტურიზმის მენეჯმენტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ტურიზმში.

პროგრამის მოცულობა კრედიტებში:   4 სემესტრი/120 კრედიტი.

პროგრამის მიზანი: ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს მენეჯერებს, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეძლებენ მართონ ტურიზმის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები და საწარმოები. კურსდამთვარებულები შეიძენენ განსხვავებულ გარემოში გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებელ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, საფუძვლიანად შეისწავლიან ტურიზმის მმართველობითი საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს და შეძლებენ ტურიზმის ბიზნესში ბიზნეს-პროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტიან ადმინისტრირებას.

სწავლის შედეგი: კურსდამთავრებულს აქვს სიღრმისეული ცოდნა ტურიზმის მენეჯმენტში. შეუძლია მასპინძლობის ინდუსტრიის ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემების ანალიზი, მართვის ადეკვატური ინსტრუმენტების განსაზღვრა და გამოყენება, ტურისტული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა და კონტროლი, მასპინძლობის ინდუსტრიაში მიკრო და მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის გამოვლენა და განსაზღვრა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები