ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირება ACCA-ს საერთაშორისო პროგრამით
სწავლის მინიმალური ვადა ჩარიცხვიდან 2,5 ხოლო მაქსიმალური 10 წელია.
ACCA-ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) სასწავლო პროგრამა შეიქმნა ინგლისში 1904 წელს. იგი მსოფლიოში აღიარებულია როგორც ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიონალური მომზადების საუკეთესო პროგრამა.
AССA-ის საერთაშორისო (ინგლისური) პროგრამა საქართველოში დაიწყო 1999 წელს. ინგლისური პროგრამის (საქართველოს) ცენტრი არის ქალაქ გლაზგოში და პროგრამაც მათი ინსტრუქციის შესაბამისად მიმდინარეობს.
ამ პროგრამის სწავლება მიმდინარეობს:
- 370,000 წევრი და სტუდენტი 136 ქვეყანაში;
- ბუღალტერთა და აუდიტორთა მომზადება მსოფლიო სტანდარტების მიხედვით;
- ინტენსიური მომზადება და გამოცდები 14 წიგნში.
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ბაფ) და პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტს (პბი) AССA-ის ხელმძღვანელობისაგან მოპოვებული აქვთ საერთაშორისო პროგრამის კოორდინირებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება.
ინგლისური პროგრამა საერთაშორისოა და საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ Oxford Brookes University-ის ბაკალავრის წოდება. ქართული პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პროფესიონალი ბუღალტრისა და აუდიტორის წოდება.
სწავლის მინიმალური ვადა ჩარიცხვიდან 2,5 ხოლო მაქსიმალური 10 წელია.
ინგლისურ პროგრამაში სტუდენტს შეუძლია აირჩიოს არა უმეტეს ოთხი წიგნისა ერთ სემეტრში და გავიდეს გამოცდაზე.
სტუდენტს არ შეუძლია გამოტოვოს რომელიმე წიგნი.
სერტიფიკატი / დიპლომი / წოდება
ინგლისურ პროგრამაში სერტიფიკატები გაიცემა გლაზგოდან, თითოეული ეტაპის ყველა წიგნის ჩაბარების შემდეგ. მაგალითად, საწყისი ეტაპის 3 წიგნის ჩაბარების შემდეგ (ჩაბარებულად ითვლება 50 ქულაზე მეტი შეფასების მიღება), სტუდენტი 2,5 თვის შემდეგ მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
ინგლისურ პროგრამაში სერტიფიკატები გაიცემა გლაზგოდან, თითოეული ეტაპის ყველა წიგნის ჩაბარების შემდეგ. მაგალითად, საწყისი ეტაპის 3 წიგნის ჩაბარების შემდეგ (ჩაბარებულად ითვლება 50 ქულაზე მეტი შეფასების მიღება), სტუდენტი 2,5 თვის შემდეგ მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
ორი ეტაპის ჩაბარების შემდეგ (ანუ 9 წიგნის ჩაბარების შემდეგ) სტუდენტს შეუძლია მოამზადოს სადიპლომო ნაშრომი Oxford Brookes University-ის მოთხოვნების შესაბამისად (თემატიკა, ფორმატი, მოცულობა და ა.შ.) და გააგზავნოს იგი. მოწონების შემთხვევაში, სტუდენტს ენიჭება ამ უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში. სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს 14 წიგნი და მიიღეს ბაკალავრის ხარისხი, შეუძლიათ მიიღონ ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.
14-ვე წიგნის ჩაბარების შემდეგ ACCA თავის სრულუფლებიან წევრად იმ სტუდენტს აღიარებს, ვისაც ამ დროისათვის ექნება 3 წლის მუშაობის სტაჟი შესაბამისი პროფილით და ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნება მისთვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ სეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული, ინგლისური
- სწავლის ფორმა დღის