GE
საბანკო და სალომბარდე საქმის კურსები ბანკში სტაჟირებით
საბანკო საქმე სტაჟირებით ტაოპრივატ ბანკში
პირველი ლექციის პრეზენტაცია უფასოა.

აღნიშნული კურსი საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად შეისწავლოთ ქართულ საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბანკის ფრონტ ოფისის მუშაობის სპეციფიკას, საოპერაციო და საკრედიტო განყოფილებებში დასაქმებულთა აუცილებელი უნარ-ჩვევების, მომხმარებელთან ეფექტური მომსახურების, შეფერხების მოგვარების სტანდარტების განხილვას.

კურსი მიზნად ისახავს, გააცნოს მსმენელს გასაუბრების და ტესტირების პრინციპები, აგრეთვე, ფსიქოლოგიური ტესტები, რომელიც ეხმარება მსმენელს რიგი უნარ-ჩვევების მიღებაში, რაც სავალდებულოა ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად.

პროგრამა მოიცავს:
  • ბანკის დაარსების პროცედურა, ბანკების სამართლებრივი რეგულირება, კანონმდებოლობა, რომელიც არეგულირებს კომერციული ბანკების საქმიანობას.
  • ცენტრალური ბანკი, ცენტრალურიბანკისძირითადიფუნქციები,
  • ცენტრალური ბანკის პოლიტიკა და ფინანსური ინსტრუმენტები;
  • კომერციული ბანკი: კომრციული ბანკების ძირითადი ფუნქციები, სახეობები.
  • კომერციული ბანკების სამართებლივი ფორმა, ორგანიზაციული სტრუქურა.
  • ბანკის მომხმარებლები: იურიდიული და ფიზიკური პირები.
  • საბანკო პროდუქტები, ანაბრები.
  • პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების ლოკალური და საერთაშორისო სისტემები;
  • საბანკო მომსახურეობა:  საკრედიტო და საოპერაციო მომსახურეობა;
  • იპოთეკური, ავტო, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები,
  • სადეპოზიტო და საკასო მომსახურეობა.
  • კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება.
  • ბანკების მმართველობა, მენეჯმენტი. შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნისა და გამოყენების წესი
  • საბანკო მარკეტინგი.
  • კომერციული ბანკის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები;
  • ბანკის ბალანსი: აქტივები, პასივები, ბალანსის ანალიზი და კოეფიციენტები.
  • საქართველოში მოქმედი ბანკების ფინასნური ანგარიშგების ანალიზი.
  • ბანკების შემოწმების ერთიანი სარეიტინგო სისტემა.
  • ბანკის ლიკვიდურობა
  • საბანკო აუდიტის საფუძვლები;  საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები;
  • აუდიტის დაგეგმვის ზოგადი პრინციპები;
  • საერთაშორისო ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფორმები;
  • მსმენელთა კითხვა– პასუხი;  პრაქტიკული სამუშაოები;
  • მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები; შეფერხების მოგვარების სტანდარტები; გადამისამართების სტანდარტები; პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები; სატელეფონო მომსახურების ზოგადი სტანდარტები; ქეისების და ფსიქოლოგიური ტესტების განხილვა.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.

კურსის ხანგრძლივობა: ორკვირიანი ინტენსიური კურსის (12 ლექცია) დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას პრივატბანკის საოპერაციო განყოფილებაში. წარმატებულ მსმენელებს აქვთ ბანკში დასაქმების შანსი.

კურსის ღირებულება - 130 ლარი; პირველი ლექციის პრეზენტაცია უფასოა

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს, სტაჟირების ცნობას ბანკიდან და სარეკომენდაციო წერილს.

მსმენელები სტაჟირებისას შეისწავლიან ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას. სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირა (სრული დატვირთვით დილის 10 სთ-დან 18 სთ-მდე).

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

ძვირფასი ლითონების ექსპერტიზის შემსწავლელ კურსებზე:

კურსი განკუთვნილია მათვისს ვისაც სურს ბანკებში, მიკროსაფინანსო ან კერძო ლომბარდებში ძვირფასი ლითონების ექსპერტ- შემფასებლად მუშაობა.
თეორიულიკურსის თემატიკა:
  • ექსპერტ-შემფასებლისფუნქციებისადამოვალეობებისმიმოხილვა.
  • ძვირფასი ლითონები, მათი ფიზიკურიდა ტექნიკური თვისებები.
  • არაძვირფასი ლითონები,რომლებიც საიუველირო საქმეში გამოიყენებიან, ძვირფასი ლითონების შემცველებად ან მათი გაყალბებისათვის.
  • ოქროს შენადნობების ლიგატურა, სინჯების განსაზღვრა, შემადგენლობა სინჯების მიხედვით.
  • სინჯების თანაფარდობა სხვადასხვა სისტემით
  • დამღა, დამღვის წესები.
  • დასინჯვა, დასინჯვის მეთოდები
  • მოოქროვება და სხვა სახის საფრები
  • მონეტები და ზოდები.
ლექციები დაფუძნებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებზე.  მსმენელები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სინჯის მქონე ოქროების ამოცნობასა და შემოწმებას.
განვლილ მასალაზე მსმენელებს გადაეცემათ თეორიული მასალა.

რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს, ცენტრი  1 კვირიან სტაჟირებაზე  გააგზავნის სხვადასხვა ლომბარდებში, სადაც პირადად მიიღებენ მონაწილეობას ძვირფასი ლითონების ექსპერტიზაში.

კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.
ღირებულება: ინდივიდუალურად 300 ლარი
3-5 კაციან ჯგუფში 100 ლარი.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები