GE
აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი 25%-იანი ფასდაკლებით
Oxford House აცხადებს რეგისტრაციას აბიტურიენტების მოსამზადებელ 9-თვიან პროგრამაზე და მათ ვინც დარეგისტრირდება 10-დან 30 სექტემბრამდე, სთავაზობს 25%-იან ფასდაკლებას.

ცენტრის კვალიფიციური ქართველი და უცხოელი მასწავლებლები კვირაში 3-ჯერ 1.5 საათის განმავლობაში  მოსწავლეებს შეასწავლიან გამოცდის სრულ პროგრამას თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოების გამოყენებით.

კომფორტულ გარემოში მსმენელები ასევე გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის დავალებების მცირე დროში ამოხსნისა და საგამოცდო დროის ეფექტური მართვის უნარ–ჩვევებს.

სპეცილური სასწავლო პროგრამა, რომელიც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით არის შედგენილი, ერთ–ერთ გარანტიას წარმოადგენს საფუძვლიანი ცოდნის მიღებისა და ეფექტური შედეგის მიღწევისათვის.

მხოლოდ ჩვენს ცენტრში - აბიტურიენტების მოსამზადებელი კურსის ბოლოს, მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა დაწეროს დონის დასადგენი ტესტი (Beginner, Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced) და უფასოდ აიღოს საერთაშორისო სტანდარტების სერტფიკატი.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები