მელიქიშვილის 18, ტელ.: (+995) 599 13 17 91 ელ-ფოსტა: unikoacademy@gmail.com
ბარნოვის №3, (+995) 558 10 13 36 ვებ-გვერდი: www.uniko.ge
წერეთლის გამზირი №1 (+995) 574 02 11 00 ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
(+995 32) 2 22 67 03
გსურთ შეისწავლოთ მეღვინეობის სრული კურსი და გახდე პროფესიონალი? უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO გიწვევთ ღვინის კულტურისა და მეღვინეობის კურსზე.
სუფრის გაფორმებისას, მნიშვნელოვანია ღვინის კლასიფიკაციის და მისი შესაბამისობა საკვებთან. კულინარიისა და კონდიტერიის სასწავლო პროგრამის პარალელურად , ჩვენთან UNIKO- ში იწყება მეღვინეობის თეორიული სწავლება და პრაქტიკული მომზადების კურსი.
კურსი შესაძლებლობას მოგცემთ შეისწავლოთ ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებები, მეღვინეობაში არსებული ტერმინოლოგია, პრაქტიკულ ნაწილში ჩატარდება ღვინოების დეგუსტაცია, ასევე შეძლებთ ღვინის შესაბამის საკვებთან შეხამებას და გემოვნური მახასიათებლების აღწერას.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ღვინის კლასიფიკაცია
- ღვინის ჭურჭელი და მისი დამუშავება
- ღვინის დაყენების მთავარი ტექნოლოგიური პრინციპები
- კახური ღვინის დაყენება
- ევროპული ღვინის დაყენება
- შემაგრებული ღვინის დაყენება
- ღვინის მოვლა
- ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება
- ღვინის განვითარების სტადიები
- ღვინის დაავადებები
- ღვინის საწარმო-ტექნიკური კონტროლი, ხარისხის კონტროლი
- ღვინის ჩამოსხმა და შეფუთვა
- ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა
- ღვინის შესაბამისობა საკვებთან
- ღვინის დეგუსტაცია
სამიზნე ჯგუფი:
ვისაც სურს პროფესიონალურად შეისწავლოს ღვინის დაგემოვნების ხელოვნება;
ვისაც ქართული ღვინოების უკეთ გაცნობა სურს;
ვისაც ღვინის შეფასების და დაავადებების უკეთ შესწავლა უნდა.
კურსის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნით შესაძლებლობა გექნებათ დასაქმდეთ ღვინის საწარმოებში, გქონდეთ გამოცდილება პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად, ჩაატაროთ დეგუსტაცია და აკონტროლოთ ღვინის ტექნოლოგიური პროცესები.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც გაიცემა UNIKO-ს ორენოვანი საერთაშორისო სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი დასაქმებისთვის.
მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.
მეცადინეობა ტარდება: კვირაში 3-ჯერ; სტაჟირება 1 თვე
ურსის გავლა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში.
პროფესიული პროგრამები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ასაკისა და სქესის მიუხედავად. კურსზე სწავლა შეუძლია, ვისაც აქვს 9 კლასის დამადასტურებელი საბაზისო ზოგადი განათლების ატესტატი.
- სავარაუდო თარიღი იანვარი 2025
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით