გამარჯობა ნინო,
მეორე კითხვით დავიწყებთ, ეს მიმართულება უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, ტვილდიანის უნივერსიტეტს, ჰიპოკრატეს, პეტრე შოთაძის სამედიცინო უნივერსიტეტს, აუცილებლად უნდა დაურეკოთ თავად უნივერსიტეტს ვინაიდან საკითხი მაგისტრატურას ეხება.
რაც შეეხება მეორე კითხვას, საერთო სამაგისტრო გამოცდებს სავალდებულოს ჩააბარებთ ისე, როგორც ყველა სხვა მაგისტრობის მსურველი, ხოლო შემდეგ კონკრეტული სპეციალობისთვის კონკრეტულ უმაღლესში ასევე მოგიწევთ შიდა გამოცდის ჩაბარება, თუმცა ვიდრე სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირდებით, თქვენ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელთან უნდა გაარკვიოთ კონკრეტულად რომელი ტესტები უნდა წეროთ საერთო სამაგისტროზე, A,B თუ C - ტიპის ტესტია და კონკრეტული სპეციალობების მიხედვით არის მოთხოვნა თუ რომელი ჭირდება ამ მიმართულებას. დაწვრილებით უფრო რომ გაგიმარტივდეთ იხილეთ მაგისტრანტობის მსურველთა ინსტრუქცია და გზამკვლევი