გამარჯობა,
როგორც განათლების სამინისტროში განგვიმარტეს ეს შესაძლებელია. რაც შეეხება პროცედურას, პატიმრის კანონიერი წარმომადგენელი, ან მშობელი მიმართავს რესურსცენტს იმ რაიონის სადაც პირი პატიმრობამდე სწავლობდა და შეიტყობს ექსტერნი გამოცდების ჩატარების დროს ასევე დატოვებს მონაცემებს. ამის შემდეგ როდესაც გამოცხადდება ექსტერნის გამოცდის თარიღი წარმომადგენელი დაარეგისტრირებს მსურველს, რეგისტრაციის საფუძველზე განათლების სამინისტრო მიმმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს და პატიმარი გამოცდის დღეს ბადრაგის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას საგამოცდო პროცესში. დამატებითი დეტალები შეგიძლიათ დააზუსტოთ რაიონულ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
თემები
- ყველა კატეგორია
-
ეროვნული გამოცდები
700
- არჩევითი საგნები 322
- სავალდებული საგნები 63
- საგამოცდო პრობლემები 65
- პროცედურები 127
- სამაგისტრო გამოცდა 36
- შედეგები 85
-
სასკოლო გამოცდები
365
- წინასაგამოცდო საკითხები 310
- საგამოცდო საჩივარი 10
- ქულები 44
-
სტუდენტური საკითხები
219
- მობილობა 74
- პირველკურსელებისთვის 23
- სხვა კითხვები 119