გამარჯობა,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება და მე-12 კლასელებისთვის გაცდენილი საათების არდაანგარიშება (საპატიოდ ჩათვლა), სავარაუდოდ მარტ-აპრილის თვიდან დაიწყება, თუმცა ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენ ჩვენის მხრივ გეტყვით, რომ მაგალითად შარშან აბიტურიენტებისთვის სკოლაში არების არდაანგარიშება აპრილის ბოლოდან დაიწყო.