GE

+1 ხმა
იმ შემთხვევაში თუ ვაბარებ 5 საგანს,  რაიმე ზეგავლენა აქვს თუ არა ამ მე-5 საგანს სახელმწიფო დაფინანსების აღებაზე?

1 პასუხი

გამარჯობა,

მეხუთე არჩევით საგანს ის შეზღუდვა აქვს, რომ თუ ორი არჩევითიდან ერთში ჩაიჭერით, გრანტს ვერ მიიღებთ, საგრანტო კონკურსს ეთიშებით. ხოლო თუ ორივეს ჩააბარებთ, ორი საგნით განიხილებით გრანტში. მაგალითად ერთი ქიმია და მეორე ისტორია - საგრანტო კონკურსში ორნაირად მონაწილეობთ.

საგრანტო თანხები ირიცხება საგნების მიხედვით. საბოლოოდ, რომელ არჩევით საგანშიც უფრო მაღალ ქულას მიიღებთ ის ჩაგეთვლებათ ჩაბარებულად და იმის მიხედვით მოგენიჭებათ გრანტი/დაფინანსება ოღონდ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ რომელ საგნებსაც ირჩევთ ორივე უნდა ბარდებოდეს თქვენ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელში სად ჩარიცხვაც გსურთ.
0 ხმა

პასუხი Feb 2, 2016 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები