GE

0 ხმა
აბიტურიენტი გამოცდის დროს იყენებს: A3 ზომის პასუხების ფურცელს, ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატის დროს უკვე კომპიუტერს, სავარჯიშო ფურცლებს, გეოგრაფიისა და ქიმიის გამოცდის დროს რუკებსა და მენდელეევის პერიოდულობის სისტემას. თან პასუხების ფურცელი არ უნდა დაზიანდეს და ამდენი ნივთის გამოყენება 1 მაგიდასთან პრობლემას არ შეუქმნის მოსწავლეს?

1 პასუხი

გამარჯობა,

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, წელს სწორედ იმ მიზეზით, რომ აბიტურიენტს ექნება ლეპტოპიც და ყველა ის ჩამოთვლილი ატრიბუტი, რაც თქვენ ახსენეთ, სექტორებში ფართი უფრო გაიზრდება, უფრო დიდ აუდიტორიებში ჩატარდება გამოცდა. რაც შეეხება მერხს, როგორც გვითხრეს ორი სტანდარტული მერხი შეერთდება და მასზე იმუშავებს ყოველი აბიტურიენტი. ასე რომ, ფურცლის დაზიანება დიდი მერხის გათვალისწინებით, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

პასუხი Feb 23, 2016 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)

მსგავსი კითხვები