GE

0 ხმა
2015-2016 სასწავლო წელს, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ 21 პრიორიტეტულ სპეციალობას შორის არის ვეტერინარია. ვეტერინარია ისწავლება მხოლოდ აგრალურ უნივერსიტეტში. ვინაიდან აგრუნი სახელმწიფო უნივერსიტეტი არაა, აფინანსებდა სახელმწიფო ამ სპეციალობას 2015-2016 წლებში თუ არა. გთხოვთ გვიპასუხოდ!

1 პასუხი

გამარჯობა გიორგი,

აღნიშნული კითხვით მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის განყოფილებას სადაც გვიპასუხეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაკულტეტი შარშანაც იყო უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალში და წელსაც იქნება, ასევე მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ აგრარულში ისწავლება სახელმწიფო მას ვერ დააფინანსებს, უკვე რამდენიმე წელია ასე ვართო გვითხრეს. კერძო სტრუქტურაში/დაწესებულებაში სახელმწიფო ასიგნებების და თანხების გადამმისამართება ვერ მოხდებაო, რომ ჩავეკითხეთ, მაშინ რატომ არის საერთოდ ჩასმული თუ აზრი არ აქვს მის არჩევასო, გვიპასუხეს: "სტიმულისთვის, ასევე სახემწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ცდილობს აგრო მიმართულების ფაკულტეტის დანერგვას და როცა იქნება მერე შეძლებენ სწავლასო".

პასუხი Apr 21, 2016 by Aris.ge - განათლება (edu.aris.ge)
არაჩვეულებრივი განმარტება. აი, განათლების სამინისტროდან უკეთესს რომ ვერ მოისმენს კაცის ყური. განათლების სამინისტრო კი არა, დაბნელების სამინისტრო უფროა. ამიტომაც არის ბნელად საქართველოს საქმე............  არარსებულ ფაკულტეტს ,,აფინანსებენ“ სტიმულისათვის,  ......... ვის აძლევენ სტიმულს? წელს ვინც აბარებს რაში ჭირდება იმას ამის მოსმენა, ათი წლის მერე რას იზამს განათლების სამინისტრო. ფუიიიიიიი, წადიიიიით, წადიით ახალგაზრდებო მაგ თანხებით რასაც მანდ გძარცვავენ უნივერსიტეტები და რომელთა დიპლომს საქართველოს იქით არავინ ცნობს, საზღვარგარეთაც ისწავლით და ნორმალურ დიპლომს მაინც აიღებთ, ვისაც მართლა სწავლა გინდათ და დიპლომისთვის სწავლას კი დაანებეთ თავი.

მსგავსი კითხვები