გამარჯობა,
გამარჯობა, როგორც განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების დეპარტამენტში განგვიმარტეს, პირველი ნაბიჯი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის სამინისტროში მისვლა და სპეციალური ინკლუზიური განათლების საჭიროების ბლანკის–ფორმის შევსება, რომლის საფუძველზეც თქვენთან მოვლენ მულტიდისციპლინური გუნდის ფსიქოლოგები და შეაფასებენ ბავშვს, გაატარებენ შემოწმებას და დადებენ დასკვნას, რომ მას ესაჭიროება სპეციალური საგანმანათლებლო პირობები. მოგვიანებით, როდესაც გამოცდისთვის რეგისტრაცია გამოცხადდება ეს უფრო მარტის თვეში, სკოლა თავად არეგისტრირებს ბავშვებს ნაეკში გამოცდისთვის და თქვენ აუცილებლად უნდა გააფრთხილოთ რომ დირექტორმა მიუთითოს, რომ გესაჭიროებას განსხვავებული პირობები გამოცდისთვის. ამის შემდეგ მოსწავლეს გამოცდა ჩაუტარდება არათავის არამედ სხვა სკოლაში, რომელიც ადაპტირებული და შესაბამისია, აქვს მეტი დრო მოსაფიქრებლად, აქვს დასვენების შესაძლებლობა და .ა.შ განათლების სამინისტრო 2 200 220, მისამართი: დიმიტრი უზნაძის N52