გამარჯობა,
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, ცნობარი იანვრის თვეში გამოქვეყნდება. აი მათი პასუხი:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ცნობარს სავარუდოდ იანვრის ბოლოსთვის გამოსცემს. ცნობარში მოცემული იქნება:
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის, ასევე გამოცდებში მონაწილეობისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
- ფაკულტეტების არჩევისათვის საჭირო ინფორმაცია;
- ყველა იმ უმაღლესი სასწავლებლისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი (შესაბამისი ინფორმაციის მითითებით), რომლებიც 2017 წელს მიიღებენ სტუდენტებს.
2017 წელს ცნობარის დაბეჭდვასა და გავრცელებას უშუალოდ შეფასებისა და გამოცდების ცენტრი უზრუნველყოფს. ცნობარის შეძენა შესაძლებელი იქნება თბილისში და ყველა რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება დაზუსტებისთანავე.