GE

+1 ხმა
გამარჯობათ, მაინტერესებს შეიძლება თუ არა მაგისტრატურაში სწავლა სულ სხვა მიმართულებით გააგრძელო, მაგალითად, დავამთავრე ანგლისტიკის ფაკულტეტი და შემიძლია თუ არა მაგისტრატურაში ვისწავლო სოციოლოგიაზე? ამ შემთხვევაში ორივე პროფესიით შემეძლება მუშაობა? და ასევე მაინტერესებს დოქტორანტურაში რომელი განხრით შევძლებ სწავლას, იმ განხრით რაზეც ბაკალავრიატში ვსწავლობდი თუ მაგისტრატურის მიმართულებით?
gamarjoba am sakitxshi arakompetenturi adamiani var, tumca axlobelma msgavsad chaabara da chveulebriv agrdzelebs sul sxva fakultetze. anglistika gaiara da exla ekonomiurzea magistraturit
შეგიძლიათ სწავლა მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გააგრძელოთ თქვენთვის სასურველი სხვა მიმართულებით გარდა იმ შემთხვევებისა თუ რომელიმე პროგრამა  არ ითხოვს კონკრეტული მიმართულებით ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომს. მაგ. თსუ-ს სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამას პროგრამაზე მიღების წინაპირობა არ გააჩნია (იხ.  https://tsu.ge/ge/faculties/social/hccla0ixc_o-h_tgp/mastprograms//  )
გამარჯობა, ვარ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, კერძოდ არაბისტიკაზე. შესაძლებელია მაგისტრატურაზე სამსახიობო მიმართულებით გავაგრძელო საზღვარგარეთ?

მსგავსი კითხვები